ისტორიული ციხესიმაგრე გორის ცენტრში, კლდოვან ბორცვზეა აღმართული. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად მე-13 საუკუნეში იხსენიება.
სტრატეგიული სიმაგრე საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ გადაკეთებულა და განახლებულა. გორის ციხესიმაგრე წარმოადგენს გორის ძველ არქიტექტურულ სახეს. მე-17 საუკუნიდან საინტერესო მონაცემებია შემონახული კათოლიკე მისიონერის, ქრისტეფორე დე კასტელის, ჩანაწერებსა და ჩანახატებში. ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს შემორჩენილი ციხის მეტი ნაწილი როსტომ ხანის დროს და მისივე ბრძანებითაა აშენებული. ის აფასებდა ციხის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ზრუნავდა ამ ადგილის გამაგრებაზე.
ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801 წ.) პირველ წლებში სიმაგრე კვლავ ასრულებდა თავის ფუნქციას – აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. მე-19 საუკუნეში მან დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.
დღესდღეობით გორის ციხე ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა, ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც ქალაქის სტუმრებსა და ადგილობრივებს მასპინძლობს.