გორის კულტურული იდენტობა | GoriMaps
უკან დაბრუნება

გორის კულტურული იდენტობა

გაზიარება

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის იმპერიის წნეხქვეშ მოქმედებდა. ტერორის მიუხედავად გორი მაინც ახერხებდა მდიდარი სამოქალაქო და კულტურული იდენტობის შენარჩუნებასა და განვითარებას. ყველაზე პოპულარულ სახალხო ორგანიზაციად ხალხოსნობა იქცა. ხალხოსნები უპირისპირდებოდნენ თავადაზნაურობას გლეხების სახელით. სოფლებში იხსნებოდა არალეგალური სტამბები, წრეები, რომლებიც თანასწორობის და სოციალური სამართლიანობის იდეებს ავრცელებდნენ. ქართული ხალხოსნობა სწორედ გორიდან იღებს სათავეს. ხალხოსნებთან დაკავშირებული წრეების გარდა, გორში სხვა ბევრი ორგანიზაციაც ჩნდებოდა; მათე კერესელიძის ლიტერატურული წრე „კერესელიძის კერა“ კურირებდა კულტურულ დიალოგს და ეხმარებოდა ხელმოკლე სტუდენტებს. რევაზ ერისთავის ინიციატივით აშენდა საქალაქო კლუბი „როტონდა“, რომელშიც ეწყობოდა საგანმანათლებლო, კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიებები. 13 ქალის მიერ დაარსებული საზოგადოება „მანდილოსანი“ ღარიბ ქალებს მატერიალურად და მორალურად ეხმარებოდა. გორის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ადამიანები საზოგადოების ყველა ფენიდან, ყველა სივრციდან. გარდა პოლიტიკური მოძრაობებისა და კლუბებისა, გორის კულტურული ცხოვრება სახალხო დღესასწაულებითაც იყო გამდიდრებული. იმართებოდა ყეენობა, ჭონა, ლაზარობა, ჭიაკოკონა, ეწყობოდა სახალხო კრივი და ბევრი სხვა რამ. 
საბჭოთა კავშირის  რეჟიმმა სახალხო დღესასწაულებისა და მოძრაობების  ეს მდიდარი ტრადიცია სრულად გადააგვარა.

მოგვიყევით მეტი

თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.
მოგვწერეთ
უკან დაბრუნება გორის კულტურული იდენტობა

აღმოაჩინე გორი წესები და პირობები|    ყველა უფლება დაცულია © 2022 პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ს მიერ.
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ს მიერ.
აღმოაჩინე გორი ყველა უფლება დაცულია © 2022 წესები და პირობები