2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის გავლით გორისაკენ დაძრული რუსული სამხედრო ნაწილი ქართულ შენაერთს შეეჩეხა, რომელიც ასევე გორისკენ მიდიოდა. ქართველმა გმირებმა უთანასწორო ბრძოლა გამართეს მტერთან. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა ამ ბრძოლაში. შეტაკების ადგილზე სოფლის მცხოვრებლებმა დაჭრილი და დაღუპული ქართველი ჯარისკაცები იპოვეს.
მათ მთელი ღამე გამოჰყავდათ დაჭრილები ბრძოლის ველიდან.
სოფელ შინდისის მკვიდრმა ახმეტა (ბადრი) ხუციშვილმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა ისინი და თავისი სახლის სარდაფში დამალა.
ახლა შინდისში, გარდახდილი ბრძოლის ადგილზე, ადგილობრივების ინიციატივით სიმბოლური მემორიალია განთავსებული. ეს განსაკუთრებული ადგილია როგორც მკვიდრი მოსახლეობისთვის, ისე სოფლის სტუმრებისთვის. მემორიალი მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვისაც, რათა ომისა და სოლიდარობის, ბრძოლისა და გმირობის ეს ისტორია შემორჩეს მეხსიერებას, არასდროს მიეცეს დავიწყებას. გაეცანი მსგავს მნიშვნელოვან ამბავს და გაიგე მეტი გორის ისტორიული მოვლენების შესახებ.