უკან დაბრუნება
კერამიკის სახელოსნო და მუზეუმი
მე-19 საუკუნესა და მე-20-ის დასაწყისში საქართველოში განსაკუთრებით ცნობილი იყო გორის მოჭიქული კერამიკა. ქალაქ გორში მცხოვრები ოსტატი გიორგი ტატულაშვილი დღესაც აგრძელებს სახელგანთქმული მოჭიქული კერამიკის ტრადიციას. ტატულაშვილების ოჯახი ოდითგანვე ცნობილია ტრადიციული რეწვის სფეროში აქტიური მოღვაწეობით, მათ ოჯახში დამზადებული კერამიკული ნამუშევრები საქვეყნოდ იყო განთქმული. გიორგი ტატულაშვილმა ხელობა წინაპრებისგან ისწავლა. ხალხურ კერამიკაზე მუშაობდნენ მისი ბაბუა და მამა. წლების წინ ბატონი გიორგის სახლი გორში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. სახელოსნოში XIX საუკუნის შეშის ღუმელია შემორჩენილი, რომელიც მის ბაბუას ეკუთვნოდა. ტატულაშვილების კერამიკა განთქმული იყო გორში და საპატიო სტუმრები ყოველთვის მათი სახელოსნოს დასათვალიერებლად მიჰყავდათ მასპინძლებს. გიორგი ტატულაშვილის სახელოსნოში ტრადიციული ხელობა, დაგროვებული ცოდნა მომავალ თაობებსაც გადაეცემა.
ეს ის ადგილია, რომლის მონახულებაც ნებისმიერი ასაკისა და ინტერესების ადამიანს დაუვიწყარი, ფერადი შთაბეჭდილებებით აავსებს.
მოგვიყევით მეტი
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.
მოგვწერეთ