განსხვავებული კულტურული ტრადიციების მრავალფეროვნება გასტრონომიაში განსაკუთრებით საინტერესოდ აისახება. საკვების მომზადების წესებისა და თანმდევი ადათების, ჩვეულებების გაცნობა დაუვიწყარი შთაბეჭდილებების წყაროა. გორი ამ მხრივ გამორჩეული ადგილია. ხორცეულის, ფხალეულის, ცომეულის მომზადების ტრადიცია აქ ოსტატობადაა ქცეული. საგანგებოდ აღსანიშნავია წვნიანი კერძების მომზადების ტრადიცია ქართლში. შინდის, დოს, ღოლოს შეჭამანდები და პურის ხარჩო აქაური „საფირმო კერძებია“, შიდა ქართლის გასტრონომიულ კულტურაში ოსურ სამზარეულოსაც თავისი ადგილი აქვს. ოსურ კულინარიაში რძის პროდუქტები განსაკუთრებით ფასობს. პოპულარულია თხის ყველი, რომელსაც საუზმეზე მიირთმევენ ხოლმე. მისგან მზადდება ოსური ტრადიციული კერძი „ძიკა“. ზოგადად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რძის პროდუქტზე დაფუძნებული სპეციფიკური ღვეზელი ცხვება. შიდა ქართლში ამგვარი ღვეზლის სახეობაა ჭახრაკინა, რომელიც მხლოვანის სახელითაცაა ცნობილი. გაეცანი ქართლის გასტრონომიას და Აღმოაჩინე გორის მრავალეთნიკური და მრავალკულტურული მხარე.