ომის მუზეუმი | GoriMaps
უკან დაბრუნება

ომის მუზეუმი

გაზიარება

გორიდან მანქანით ნახევარი საათის სავალ მანძილზე, სოფელ ერგნეთში, მდებარეობს 2008 წლის ომის მუზეუმი. ერგნეთელმა ლია ჩლაჩიძემ მუზეუმი საკუთარი სახლის სარდაფში გახსნა. მისი სახლი ერთ-ერთია იმათგან, რომელიც 2008 წელს საოკუპაციო ძალებმა ერგნეთში გადაწვეს. ფერფლითა და ნაცრით ამოვსებულ სარდაფშია ნაპოვნი პირველი ექსპონატები, გამურული და ალაგ ჩამოშლილი რიყის ქვის კედელი კი საკუთრივ ექსპონატია.  აქ დღემდე თვალსაჩინოა ომის კვალი. ახლა შინდისში, გარდახდილი ბრძოლის ადგილზე, ადგილობრივების ინიციატივით სიმბოლური მემორიალია განთავსებული. მემორიალი არის სიმბოლო აგვისტოს ომის დროს საზოგადოებრივ სოლიდარობის.

მუზეუმის დამაარსებლისა და აქაურობის მასპინძლის თქმით, ეს არაა „ომისა და აგრესიის მუზეუმი“, მისი სურვილია, მუზეუმი იქცეს სივრცედ, სადაც მშვიდობაზე ისაუბრებენ. 
აქ ინახება  ფოტოები, რომლებიც ლია ჩლაჩიძეს მეგობრებმა ცხინვალიდან გამოუგზავნეს. ფოტოებზე აღბეჭდილია, თუ როგორ გროვდება რუსული სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ძალა 5 და 6 აგვისტოს როკის გვირაბთან. 
ლია ჩლაჩიძეს თქმით, ამგვარი მუზეუმის არსებობა აუცილებელია ეროვნული მეხსიერების დასაცავად, რადგან იგი წარმოადგენს ერის იდენტობას, ისტორიას.

მოგვიყევით მეტი

თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.
მოგვწერეთ
უკან დაბრუნება ომის მუზეუმი

აღმოაჩინე გორი წესები და პირობები|    ყველა უფლება დაცულია © 2022 პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ს მიერ.
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ს მიერ.
აღმოაჩინე გორი ყველა უფლება დაცულია © 2022 წესები და პირობები