„სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი“ 1935 წელს დაარსდა.
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი იბარებს, ინახავს და იცავს როგორც გორის რაიონის, ასევე შიდა ქართლისა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღმოჩენილ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტებსა და ძეგლებს.
ამჟამად მუზეუმში დაცულია 48,100-ზე მეტი ექსპონატი.
აქაა ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალები.
მუზეუმი აგროვებს, აღრიცხავს, სწავლობს, პოპულარიზაციას უწევს გორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავ და მოძრავ ობიექტებს და ძეგლებს. აქ ტარდება თემატური მუდმივმოქმედი და დროებითი გამოფენები, კონფერენციები, სამეცნიერო სესიები, ტრენინგები, პრეზენტაციები.
მუზეუმის ყოველდღიური ცხოვრება დატვირთულია სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საგამომცემლო საქმიანობებით.