უკან დაბრუნება
გორის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმი
„სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი“ 1935 წელს დაარსდა.
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი იბარებს, ინახავს და იცავს როგორც გორის რაიონის, ასევე შიდა ქართლისა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღმოჩენილ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტებსა და ძეგლებს.
ამჟამად მუზეუმში დაცულია 48,100-ზე მეტი ექსპონატი.
აქაა ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალები.
მუზეუმი აგროვებს, აღრიცხავს, სწავლობს, პოპულარიზაციას უწევს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ და მოძრავ ობიექტებს და ძეგლებს. აქ ტარდება თემატური მუდმივმოქმედი და დროებითი გამოფენები, კონფერენციები, სამეცნიერო სესიები, ტრენინგები, პრეზენტაციები.
მუზეუმის ყოველდღიური ცხოვრება დატვირთულია სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საგამომცემლო საქმიანობებით.
მისამართი: კირიონ II-ის ქუჩა 12
მოგვიყევით მეტი
თუ თქვენ გაქვთ ინფრომაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.
მოგვწერეთ