საბჭოთა რეპრესიები გორიდან | GoriMaps
უკან დაბრუნება

საბჭოთა რეპრესიები გორიდან

გაზიარება
საბჭოთა რეპრესიები გორიდან

სიაში ქალაქ გორში და გორის რაიონში დაბადებული ადამიანების მონაცემებია. 
ისინი 1930-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს ემსხვერპლნენ. მასობრივმა რეპრესიებმა პიკს 1937-1938 წლებში მიაღწია. 
„დიდი წმენდა“,  „დიდი ტერორი“  - ასე მოიხსენებენ დღეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველის,  იოსებ სტალინის კამპანიას ძალაუფლების გასამყარებლად. ეს იყო მასშტაბური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა: პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას, წინააღმდეგობის ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობასა და საზოგადოების ერთპარტიული სისტემისთვის დამორჩილებას, კერძო საკუთრების მასობრივ ჩამორთმევასა და გლეხების „კოლექტივიზაციას“, მდიდარი გლეხების „გაკულაკებას“, ეროვნული დამოუკიდებლობისა და სხვა ყოველგვარი თავისუფლების გამოვლინების დათრგუნვას, „საბჭოთა ადამიანის“ ჩამოყალიბებას. 
„დიდ ტერორს“ საქართველოში 30,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან თითქმის ნახევარი დახვრიტეს, მეორე ნახევარი კი გაუსაძლის პირობებში ციმბირისა და ცენტრალური აზიის გზას გაუყენეს. 3,600-ზე მეტი სტალინის უშუალო ბრძანებით გასამართლდა, მათგან 3,100-მდე ადამიანს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა და პირადი ქონების ჩამორთმევა. 

მოგვიყევით მეტი

თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.
მოგვწერეთ
უკან დაბრუნება საბჭოთა რეპრესიები გორიდან

აღმოაჩინე გორი წესები და პირობები|    ყველა უფლება დაცულია © 2022 პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ს მიერ.
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ს მიერ.
აღმოაჩინე გორი ყველა უფლება დაცულია © 2022 წესები და პირობები