აღმოაჩინე გორი - 1920 წლის გორის მიწისძვრა
უკან დაბრუნება 1920 წლის გორის მიწისძვრა
გაზიარება
1920 წლის 20 თებერვალს გორი ძლიერმა მიწისძვრამ შეაზანზარა. ქალაქის თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა. მიწისძვრის შედეგად განადგურდა 756 შენობა. მცირე დაზიანებებით მხოლოდ 16 შენობა გადარჩა. თითქმის სრულიად განადგურდა: ატენი, გორიჯვარი, სკრა, ხოვლე, სასირეთი, დოესი და სხვა სოფლები. სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მაზრის 75-მა სოფელმა. კატასტროფას ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა (სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა რაოდენობა სახელდება. დაღუპულთა რაოდენობა ასს აჭარბებდა). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ამ დროს ორიოდე წლისა იყო. გასაჭირმა მთავრობა და საზოგადოება შეაკავშირა, მთელი ქვეყანა გაერთიანდა თანადგომისა და დახმარებისთვის. გამოიყო პირველადი 20-მილიონიანი კრედიტი, თუმცა დახმარების პაკეტის საერთო ღირებულება 60-80 მილიონ მანეთამდე ადიოდა. უსახლკაროდ დარჩენილთათვის მთავრობამ ბინები იქირავა ბორჯომში, ხაშურსა და სურამში. სურამში მომზადდა ბინები 5 ათასი კაცისთვის. გარდა სახელმწიფო აპარატებისა, კატასტროფამ საზოგადოებაშიც გააჩინა სოლიდარობის ინიციატივები: შეუჩერებლად ტარდებოდა საქველმოქმედო აქციები, კონკურსები, მოხალისეობრივი ინიციატივები გორის დასახმარებლად. მოსახლეობას გაეგზავნა: საკვები, პირველადი საჭიროების ნივთები, 10 ათასი კარავი, შეშა. შეიქმნა საველე ჰოსპიტლები დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. რკინიგზაზე განუწყვეტლივ მოძრაობდნენ სამგზავრო, საბარგო და სანიტარიული მატარებლები. სანიტარიული მატარებლით დაშავებულები გადაჰყავდათ თბილისში. აქტიური იყო საერთაშორისო მხარდაჭერაც. ქალაქში დახმარება ჩამოიტანეს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა. იტალიის სამოქალაქო მისიამ გამოგზავნა 500 კაცზე გათვლილი საველე ამბულატორია და ექიმთა ჯგუფი. სომეხთა ეროვნულმა საბჭომ 50 000 მანეთი გამოყო და დამატებით დაზარალებულებისთვის საავადმყოფოში 20 საწოლი უზრუნველყო. ამერიკელთა აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტმა კი სამი ვაგონი ტანსაცმელი გამოგზავნა გორელებისთვის. 1920 წლის მიწისძვრამ გორის ისტორიაში დატოვა როგორც ადამიანური ტრაგედიების, ასევე საზოგადოებრივი თანადგომის დიდი და მნიშვნელოვანი კვალი.
მოგვიყევით მეტი

თუ თქვენ გაქვთ ინფრომაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.
მოგვწერეთ

აღმოაჩინე გორი წესები და პირობები|    ყველა უფლება დაცულია © 2022 პროექტის ფინანსური მხარდაჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ის მიერ.
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით პროექტის ფინანსური მხარდაჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ის მიერ.
აღმოაჩინე გორი ყველა უფლება დაცულია © 2022 წესები და პირობები