გორის პოპულარიზაციის პროექტის შესახებ | GoriMaps

პროექტის შესახებ

გორი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, გამორჩეული ქალაქია, თუმცა მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. 1920-ის მიწისძვრის მასშტაბი... გორი - ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაში... ქალაქის დემოკრატიული და კულტურული ტრადიციები... უამრავი სხვა ცნობა, ამბავი, ფაქტი ელის გამომზეურებას. პროექტის მიზანია მივიწყებული ისტორიის აღდგენა ჩვენს მეხსიერებაში, ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის ქალაქის/რეგიონის ახლებურად გაცნობა, გამორჩეული ისტორიული მომენტებისა და პირების „გაცოცხლება“, ქალაქისა და რეგიონის მდიდარი, უნიკალური ისტორიული და თანამედროვე მახასიათებლების მოძიება, აღწერა და ფართო საზოგადოებისთვის გადაცემა. პროექტის ფარგლებში საზოგადოება აქამდე უცნობი ადამიანების ისტორიებს, ტრავმისა და ტრიუმფის მეხსიერების ადგილებსა და მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტებს გაეცნობა; პროექტის კვლევითი და სხვა აქტივობების შედეგად შეიქმნა „იდენტობის რუკა“ - ამ უნიკალური ისტორიის ერთგვარი ვიზუალური რეპრეზენტაცია, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან „აღმოვაჩინოთ“ შიდა ქართლის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი ისტორია. „იდენტობის რუკის“ კვალდაკვალ ქალაქში შეამჩნევთ ინფორმაციულ ბანერებსა და QR კოდებს, მათი მეშვეობით შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდს, გაეცნოთ ვრცელ ინფორმაციას ან თავად შემოგვთავაზოთ თქვენთვის ცნობილი საინტერესო და უნიკალური ისტორიები ქალაქისა და მისი მცხოვრებლების შესახებ. ისტორიული და თანამედროვე მოვლენები, ფოტომასალა, საარქივო დოკუმენტები და ვიდეოები გორის ისტორიის, კულტურისა და ყოველდღიურობის შესახებ — ეს ყველაფერი და სხვა უამრავი რამ ელის მკითხველს, მკვლევარს, სტუმარს, ადგილობრივს. ყველას, ვისაც ახლის „კვლევა და ჩხრეკა“ სწადია. დააჭირეთ რუკაზე შესაბამისი ლოკაციის პინს ან აირჩიეთ ჩამონათვალიდან.
პარტნიორები IDFI-ს პარტნიორები პროექტში არიან „გორის ფოტოგრაფთა კლუბისა“ და „გორის საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონსა“ და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან“(Sovlab) თანამშრომლობით. პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გორში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
usaid zincnetwork idfi

პროექტის შესახებ გორი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, გამორჩეული ქალაქია, თუმცა მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. 1920-ის მიწისძვრის მასშტაბი... გორი - ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაში... ქალაქის დემოკრატიული და კულტურული ტრადიციები... უამრავი სხვა ცნობა, ამბავი, ფაქტი ელის გამომზეურებას. პროექტის მიზანია მივიწყებული ისტორიის აღდგენა ჩვენს მეხსიერებაში, ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის ქალაქის/რეგიონის ახლებურად გაცნობა, გამორჩეული ისტორიული მომენტებისა და პირების „გაცოცხლება“, ქალაქისა და რეგიონის მდიდარი, უნიკალური ისტორიული და თანამედროვე მახასიათებლების მოძიება, აღწერა და ფართო საზოგადოებისთვის გადაცემა. პროექტის ფარგლებში საზოგადოება აქამდე უცნობი ადამიანების ისტორიებს, ტრავმისა და ტრიუმფის მეხსიერების ადგილებსა და მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტებს გაეცნობა; პროექტის კვლევითი და სხვა აქტივობების შედეგად შეიქმნა „იდენტობის რუკა“ - ამ უნიკალური ისტორიის ერთგვარი ვიზუალური რეპრეზენტაცია, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან „აღმოვაჩინოთ“ შიდა ქართლის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი ისტორია. „იდენტობის რუკის“ კვალდაკვალ ქალაქში შეამჩნევთ ინფორმაციულ ბანერებსა და QR კოდებს, მათი მეშვეობით შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდს, გაეცნოთ ვრცელ ინფორმაციას ან თავად შემოგვთავაზოთ თქვენთვის ცნობილი საინტერესო და უნიკალური ისტორიები ქალაქისა და მისი მცხოვრებლების შესახებ. ისტორიული და თანამედროვე მოვლენები, ფოტომასალა, საარქივო დოკუმენტები და ვიდეოები გორის ისტორიის, კულტურისა და ყოველდღიურობის შესახებ — ეს ყველაფერი და სხვა უამრავი რამ ელის მკითხველს, მკვლევარს, სტუმარს, ადგილობრივს. ყველას, ვისაც ახლის „კვლევა და ჩხრეკა“ სწადია. დააჭირეთ რუკაზე შესაბამისი ლოკაციის პინს ან აირჩიეთ ჩამონათვალიდან. პარტნიორები IDFI-ს პარტნიორები პროექტში არიან „გორის ფოტოგრაფთა კლუბისა“ და „გორის საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონსა“ და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან“(Sovlab) თანამშრომლობით. პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გორში მცხოვრებ ახალგაზრდებს.



აღმოაჩინე გორი წესები და პირობები|    ყველა უფლება დაცულია © 2022 პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ს მიერ.
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ს მიერ.
აღმოაჩინე გორი ყველა უფლება დაცულია © 2022 წესები და პირობები