გორს ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა აქვს.
ქალაქი ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონების დამაკავშირებელ მაგისტრალურ გზასთან ახლოსაა გაშენებული. გორიდან გზა შიდა ქართლში, ცხინვალსა და შემდეგ ჩრდილო კავკასიაში გადადიოდა, სურამის უღელტეხილის გავლით — სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში.
ეს ვაჭრობის განვითარებისა და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მშვენიერი ადგილია და უკვე მე-18 საუკუნეში გორელი ვაჭრები სარფიანად იყენებდნენ შესაძლებლობებს ფართო ასპარეზზე გასასვლელად. ისინი ვაჭრობდნენ ისპაჰანში, თავრიზში, გილანში, მეშჰედსა და რეშთში, შემახაში, დარუბანდსა და ყიზლარში, სტამბოლსა და ასტრახანში.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის გორში არსებული სამეწარმეო ეკოსისტემა იმდენად გაფართოვდა, რომ ქალაქში 65 სხვადასხვა საწარმო აღირიცხებოდა და მათში ქალებიც იყვნენ დასაქმებულნი.
თავისუფალ საქართველოში გორის ეკონომიკური პოტენციალი ჯერაც შენარჩუნებული იყო, თუმცა რუსული ოკუპაციის პირობებში ქალაქი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებას სრულად ვეღარ ახერხებდა.
მოგვიანებით, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, დაიწყო მიწის მასობრივი ნაციონალიზაცია, ადგილობრივი თავადაზნაურობის ქონების ექსპროპრიაცია და მათი გასახლება-ლიკვიდაცია მკვიდრი სამოსახლოებიდან. რეგიონის გამოჩენილ ოჯახებს, მაგალითად ამილახვრებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს გორის კულტურული ცხოვრების განვითარებაში, ჩამოერთვათ ქონება და აეკრძალათ საქმიანობა. ამასთან, ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული ორგანო მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ხვნა-თესვის მიმართულებით საქმე კარგად მიდიოდა და მოსახლეობა კოლექტივიზაციას დადებითად ხვდებოდა.
გორს ჯერაც აქვს ყველა რესურსი, რათა დაიბრუნოს ისტორიულ-ეკონომიკური როლი და კიდევ ერთხელ მოგვევლინოს არამხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის სავაჭრო ცენტრად.