სიაში ქალაქ გორში და გორის რაიონში დაბადებული ადამიანების მონაცემებია.
ისინი 1930-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს ემსხვერპლნენ. მასობრივმა რეპრესიებმა პიკს 1937-1938 წლებში მიაღწია.
„დიდი წმენდა“, „დიდი ტერორი“ - ასე მოიხსენებენ დღეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველის, იოსებ სტალინის კამპანიას ძალაუფლების გასამყარებლად. ეს იყო მასშტაბური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა: პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას, წინააღმდეგობის ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობასა და საზოგადოების ერთპარტიული სისტემისთვის დამორჩილებას, კერძო საკუთრების მასობრივ ჩამორთმევასა და გლეხების „კოლექტივიზაციას“, მდიდარი გლეხების „გაკულაკებას“, ეროვნული დამოუკიდებლობისა და სხვა ყოველგვარი თავისუფლების გამოვლინების დათრგუნვას, „საბჭოთა ადამიანის“ ჩამოყალიბებას.
„დიდ ტერორს“ საქართველოში 30,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან თითქმის ნახევარი დახვრიტეს, მეორე ნახევარი კი გაუსაძლის პირობებში ციმბირისა და ცენტრალური აზიის გზას გაუყენეს. 3,600-ზე მეტი სტალინის უშუალო ბრძანებით გასამართლდა, მათგან 3,100-მდე ადამიანს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა და პირადი ქონების ჩამორთმევა.