უკან დაბრუნება
ისტორიული და დემოკრატიული პროცესები გორში
მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ცენტრში აღმოცენებულმა „ნაროდნიკულმა“ მოძრაობამ საქართველომდე მოაღწია და ფეხი გორში მოიკიდა. მოძრაობა 1870-იან წლებში იწყება, თუმცა მალევე, 1876 წელს, ხალხოსანთა წრე გამჟღავნდა და ლიდერების უმეტესობა დააპატიმრეს. დაპატიმრებას გადარჩენილებმა დააფუძნეს „ქართული ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლის საზოგადოება“, რომლის წევრები სკოლებში არალეგალურად ავრცელებდნენ ხალხოსნურ იდეებსა და აკრძალულ ლიტერატურას.
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნასთან ერთად მთელ საქართველოში, მათ შორის, გორში ძლიერდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობები. მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობდნენ არჩევნებსა და საზოგადოებრივი საკითხების განხილვაში. გორის საქალაქო არჩევნებში მონაწილე პარტიები საკუთარ საარჩევნო სიებს ადგილობრივი პრესის მეშვეობით ავრცელებდნენ. 1917-1921 წლების განმავლობაში გორში ჩატარდა 2 საქალაქო, საერობო და საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები.
ვითარება ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების შემდეგ, რასაკვირველია, შეიცვალა. მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს ფიქციურ არჩევნებში მონაწილეობაც კი ეკრძალებოდათ. მათ „ხმის უფლება ჩამორთმეულად“, იგივე „შავსიელად“ აცხადებდნენ. არქივები არაერთ ისეთ წერილს ინახავს, რომლებშიც ქალაქის მცხოვრებნი ადმინისტრაციას მიმართავენ, რათა შეცდომით ან უსამართლოდ ჩამორთმეული ხმის მიცემის უფლება აღუდგინონ.
ტოტალიტარიზმის პირობებშიც, ათწლეულების განმავლობაში, ქალაქ გორსა და მაზრაში ხალხოსნური, ქალთა თუ საარჩევნო უფლებრივი საკითხები მაინც აქტიურად განიხილებოდა. ეს ადასტურებს, რომ იმპერიის მძიმე უღელშიც კი შესაძლებელია მონდომებულ მოქალაქეთა დემოკრატიული მოქმედებები უყურადღებოდ და უშედეგოდ არ დარჩეს.
მისამართი: სამეფოს ქუჩა 49
მოგვიყევით მეტი
თუ თქვენ გაქვთ ინფრომაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.
მოგვწერეთ