ვაჟა-ფშაველა და გორი | GoriMaps
უკან დაბრუნება

ვაჟა-ფშაველა და გორი

გაზიარება

გორს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიაში გამორჩეული ადგილი აქვს.
გორის სამასწავლებლო სემინარიაში ვაჟა-ფშაველა 18 წლის ასაკში ჩაირიცხა. 
ამ პერიოდში სემინარია ის ერთ-ერთ იშვიათი სასწავლებელი იყო, სადაც იმპერიული იდეოლოგიზაცია და პროპაგანდა შედარებით შესუსტებული იყო. მოაზროვნე და თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდებს გორის სასწავლებელში  პიროვნული განვითარების, ინტელექტუალური წვრთნის, ჰუმანისტური იდეების ჩამოყალიბების პირობები ჰქონდათ. ვაჟას ხშირად ხედავდნენ ხალხოსნების წრეებში, სადაც დაუახლოვდა მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ინიციატორს, მიშო ყიფიანს. არაერთი ამბავია შემორჩენილი როგორც მისი ფიცხი ხასიათისა და ხელჩართული ჩხუბების, ასევე დაუღალავი მოხალისეობის შესახებ გორის მიმდებარე სოფლების დასახმარებლად. თავისუფალ დროს ის ხშირად კითხულობდა სემინარიის კაკლის ხის ძირში. საკითხავი მრავალფეროვანი ჰქონდა: პლატონი, ჰერაკლიტე, ბეკონი, კანტი, ბორელი, სპენსერი, გოეთე, ჰომეროსი, ვერგილიუსი, დანტე, შექსპირი, ბაირონი და სხვები. ვაჟას ინტერესები ყველა სფეროს სწვდებოდა. ის ინტერესდებოდა ძველი ქართული ლიტერატურითაც, ასტრონომითა და ფილოსოფიითაც. მისი თვალსაწიერი ფართო იყო, შემეცნების სურვილი კი შეუზღუდავი. 
ვაჟას სხვა მნიშვნელოვანი კავშირიც ჰქონდა გორთან – ოჯახი. 
სოფელ ხელთუბანში სახლობდა ვაჟას ძმა – თედო რაზიკაშვილი. თედო არამხოლოდ სამწერლო საქმიანობას ეწეოდა, არამედ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებსაც აგროვებდა. მან 3000-ზე მეტი ლექსი და 200-მდე ზღაპარი შეაგროვა და შემოინახა, შეადგინა ხალხური სიტყვიერების ლექსიკონი.
მოგვიანებით ვაჟამ შვილი – ლევანი სწორედ გორში გამოაგზავნა ძმის, თედოს იმედად.  
(1923 წელს ლევან რაზიკაშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმისთვის დახმარების ბრალდებით. ალექსანდრე აბაშელმა, შალვა დადიანმა და პავლე ინგოროყვამ სერგო ორჯონიკიძეს ვაჟა-ფშაველას შვილის შეწყალება სთხოვეს. გადმოცემის თანახმად, ორჯონიკიძემ უპასუხა: „ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდი“. დღეს ლევანის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია,  მისი გამოსახულება მამასთან ერთად გადაღებული ფოტოებიდანაც ამოშლილია).  
გორში ახლა ვაჟას 20-მდე შთამომავალი ცხოვრობს. 
ამბები, ცნობები, ისტორიები, რასაც ისინი ინახავენ, მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. 
ესაა მეხსიერება, რომლის განადგურებაც საბჭოთა რეპრესიებმა მაინც ვერ მოახერხა.

მოგვიყევით მეტი

თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.
მოგვწერეთ
უკან დაბრუნება ვაჟა-ფშაველა და გორი

აღმოაჩინე გორი წესები და პირობები|    ყველა უფლება დაცულია © 2022 პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ს მიერ.
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ს მიერ.
აღმოაჩინე გორი ყველა უფლება დაცულია © 2022 წესები და პირობები