დაიბადა 1885 წელს ზნაურის რაიონ სოფელ ავნევში.
დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ თბილისის სამხატვრო სასწავლებელი. 1908-1910 წლებში სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. იგი იყო ბათუმის გაზეთ „მწვერვალის“ რედაქტორი. დაწერილი აქვს რომანები „კეთრი“, „გურანდა“, რომლებშიც გაკრიტიკებულია ცარიზმის რეჟიმი, ასევე „გორის ციხე“, ჰეროიკული პოემა „ლეგენდა რუსთაველზე“. მან თარგმნა ტოლსტოის, გოგოლის, ტურგენევის, მოლიერის, ფრენსის, ზოლას, მეტერლინკის თხზულებანი. ავტორია მონოგრაფიებისა ქართული სცენის მოღვაწეებზე. 1901 წლიდან ბეჭდავდა წერილებს, მოთხრობებსა და ფელეტონებს ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა ფსევდონიმით. 1932 წელს შეადგინა და ქართულ ენაზე გამოსცა ოსური ლიტერატურის პირველი ანთოლოგია.
მოგვიყევით მეტი
თუ თქვენ გაქვთ ინფრომაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.