სცენოგრაფი, ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი ირაკლი გამრეკელი დაიბადა 1894 წელს გორში.
1920 წლიდან აქტიურად ჩაერთო თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღო ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაში, გატაცებული იყო მოდერნიზმით. მას შემდეგ, რაც კოტე მარჯანიშვილმა გამრეკელის მიერ ილუსტრირებული ოსკარ უაილდის „სალომეა“ ნახა, რუსთაველის თეატრში მიიწვია. მალევე ამ თეატრის მთავარი მხატვარი გახდა და ქართული თეატრის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ირაკლი გამრეკელმა გააფორმა ცნობილი სპექტაკლები: შექსპირის „ჰამლეტი“ და „ოტელო“, შანშიაშვილის „ანზორი“, რობაქიძის „ლამარა“, შილერის „ყაჩაღები“... ირაკლი გამრეკელი სიცოცხლის ბოლომდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მოგვიყევით მეტი
თუ თქვენ გაქვთ ინფრომაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.