ტრიფონ გამსახურდია | GoriMaps
უკან დაბრუნება

ტრიფონ გამსახურდია

ტრიფონ გამსახურდია ტრიფონ გამსახურდიის ფოტოს აღწერა

ფარმაცევტი-პროვიზორი ტრიფონ გამსახურდია დაიბადა 1896 წელს სენაკის მაზრის სოფელ ნოსირში. 1924 წლიდან ცხოვრობდა გორში, მუშაობდა აფთიაქის რეცეპტორად.

აფთიაქის რეცეპტორობიდან წითელი ჯვრის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარეობამდე

1929 წლიდან 1937 წლის 23 აგვისტომდე იყო გორის საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 
1931 წელს ის დაინიშნა გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ, სადაც იმუშავა 1937 წლამდე. ამავე პერიოდში დაინიშნა წითელი ჯვრის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარედ.

1937 წელს ის დააპატიმრეს, 1940 წელს კი უდანაშაულოდ ცნეს. ამის შემდეგ ტრიფონ გამსახურდია დაბრუნდა გორში. მუშაობა დაიწყო სოფელ ტყვიავის აფთიაქის გამგის თანამდებობაზე. 1962 წლიდან გადაიყვანეს სამუშაოდ გორის I აფთიაქში რეცეპტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე, სადაც იმუშავა სიცოცხლის ბოლომდე. გარდაიცვალა 1993 წელს. 

ტრიფონ გამსახურდიამ თავისი უანგარო შრომით, ყურადღებით, სიყვარულითა და ზრუნვით ყველა გორელის და არამარტო გორელის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მისი მემორიალი დღეს განთავსებულია გორში, პირველი აფთიაქის წინ.

მოგვიყევით მეტი



თუ თქვენ გაქვთ ინფრომაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.

მოგვწერეთ
უკან დაბრუნება ტრიფონ გამსახურდია ტრიფონ გამსახურდია






ფარმაცევტი-პროვიზორი ტრიფონ გამსახურდია დაიბადა 1896 წელს სენაკის მაზრის სოფელ ნოსირში. 1924 წლიდან ცხოვრობდა გორში, მუშაობდა აფთიაქის რეცეპტორად.

აფთიაქის რეცეპტორობიდან წითელი ჯვრის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარეობამდე

1929 წლიდან 1937 წლის 23 აგვისტომდე იყო გორის საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 
1931 წელს ის დაინიშნა გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ, სადაც იმუშავა 1937 წლამდე. ამავე პერიოდში დაინიშნა წითელი ჯვრის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარედ.

1937 წელს ის დააპატიმრეს, 1940 წელს კი უდანაშაულოდ ცნეს. ამის შემდეგ ტრიფონ გამსახურდია დაბრუნდა გორში. მუშაობა დაიწყო სოფელ ტყვიავის აფთიაქის გამგის თანამდებობაზე. 1962 წლიდან გადაიყვანეს სამუშაოდ გორის I აფთიაქში რეცეპტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე, სადაც იმუშავა სიცოცხლის ბოლომდე. გარდაიცვალა 1993 წელს. 

ტრიფონ გამსახურდიამ თავისი უანგარო შრომით, ყურადღებით, სიყვარულითა და ზრუნვით ყველა გორელის და არამარტო გორელის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მისი მემორიალი დღეს განთავსებულია გორში, პირველი აფთიაქის წინ.



შალვა ხერხეულიძე გაიგე მეტი
სოფრომ მგალობლიშვილი გაიგე მეტი
სერგო ნადიმაშვილი გაიგე მეტი
ნიკო ლომოური გაიგე მეტი
ნიკო დიასამიძე გაიგე მეტი
მერაბ მამარდაშვილი გაიგე მეტი
მარო თარხნიშვილი გაიგე მეტი
კოტე კვალიაშვილი (1906-1992) გაიგე მეტი
კოტე ელიოზიშვილი გაიგე მეტი
ირაკლი გამრეკელი გაიგე მეტი
ილიკო სუხიშვილი გაიგე მეტი
ივანე მაჩაბელი გაიგე მეტი
თევდორე გარსევანიშვილი გაიგე მეტი
ვახტანგ ელიოზიშვილი გაიგე მეტი
ვასილ ილიას ძე კახნიაშვილი გაიგე მეტი
ვასილ ბარნოვი (ბარნაველი) გაიგე მეტი
ვაჟა დადიანიძე გაიგე მეტი
ელიზბარ ერისთავი გაიგე მეტი
დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი გაიგე მეტი
დიმიტრი ბაქრაძე გაიგე მეტი
დავით მაჭავარიანი გაიგე მეტი
დავით კასრაძე გაიგე მეტი
დავით ერისთავი გაიგე მეტი
გიორგი ერისთავი გაიგე მეტი
ლადო აღნიაშვილი გაიგე მეტი
აღალო თუთაევი გაიგე მეტი
ანტონ ფურცელაძე გაიგე მეტი
ანასტასია ერისთავ-ხოშტარია გაიგე მეტი
ალექსანდრე გარსევანიშვილი გაიგე მეტი





აღმოაჩინე გორი წესები და პირობები|    ყველა უფლება დაცულია © 2022 პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ს მიერ.
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით
გვიპოვეთ დაგვიკავშირდით პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID და ZINC Network.
პლატფორმა შექმნილია IDFI-ს მიერ.
აღმოაჩინე გორი ყველა უფლება დაცულია © 2022 წესები და პირობები