მწერალი, პუბლიცისტი, გორის სცენის მოყვარულთა საზოგადოების სულისჩამდგმელი აღალო თუთაევი დაიბადა 1842 წელს.
დაბადების ზუსტი ადგილი უცნობია.
თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან („დროება“, „ივერია“, „თემი“ და სხვ.). აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, პიესებს, ნაკვესებს.
XIX საუკუნის 70-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში. 1877 წელს ნ. დიასამიძესთან ერთად საკუთარი ხარჯით გადააკეთა გორის ძველი როტონდა და თეატრი დააარსა.
80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა საღებავების ქარხანა, რომლის შემოსავლის ნაწილს საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა(მატერიალურად ეხმარებოდა სკოლებს, ეკლესია-მონასტრებს).
დიდუბეში, საკუთარ სახლში, დაარსებული ჰქონდა ბიბლიოთეკა-სამკითხველო.