დიმიტრი ბაქრაძე დაიბადა 1826 წელს სოფელ ხაშმში, მღვდლის ოჯახში.
1852-1857 წლებში ბაქრაძე მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში. ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში. ბაქრაძის ინიციატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება, რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება. 1881 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩატარდა რუსეთის არქეოლოგთა V ყრილობა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ისტორიის კვლევის გაფართოებას. 1879 წელს ბაქრაძემ დიმიტრი ყიფიანთან და ილია ჭავჭავაძესთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ისტორიის დამხმარე მეცნიერულ დარგებს (პალეოგრაფია და სხვ.).
გარდაიცვალა 1890 წელს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.