საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, არქეოლოგი, დრამატურგი დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი დაიბადა სოფელ ხიდისთავში 1815 წელს.
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, იურიდიული განხრით. მუშაობდა გორის სასამართლო კანცელარიაში. 1852 წელს აირჩიეს გეოგრაფიული საზოგადოების წევრად. დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილმა იმოგზაურა შიდა ქართლში და აღწერა იქ არსებული ძეგლები. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სიძველეთა აღმოჩენა-გადარჩენის საქმეში. 1851 წელს გიორგი ერისთავმა დიმიტრი შეახვედრა მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვს. ამ შეხვედრის შემდეგ იგი გორიდან დროებით თბილისში გადავიდა სამუშაოდ, რათა ერისთავს ქართული თეატრის განვითარების საქმეში დახმარებოდა. ის გიორგი ერისთავთან ერთად სათავეში ედგა ქართული თეატრისა და ჟურნალ „ცისკრის“ დაარსებას. მეღვინეთხუცესიშვილი წერდა პიესებს („ჩაჩნების ჩვეულება“, „ვიჭაკი“). მას სხვა პიესებიც ჰქონდა დაწერილი, რომელთა გამოქვეყნებაზეც რუსული მმართველობის ცენზურას უარი უთქვამს. მისი პიესები იდგმებოდა როგორც თბილისში, ასევე გორში.
გარდაიცვალა და დაკრძალულია სოფელ ხიდისთავში (1878).