ქართველი საზოგადო და სამხედრო მოღვაწე ელიზბარ ერისთავი საარტილერიო საქმეს პეტერბურგში დაეუფლა. იყო რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი 1823-1830 წლებში. 1853-1856 წლებში მონაწილეობდა ყირიმის ომში. სამხედრო კარიერის ბოლოს იყო გორის მაზრის უფროსი. ელიზბარ ერისთავი 1832 წელს აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულებაში, რისთვისაც გაასამართლეს და დააპატიმრეს. საპატიმროდან 1842 წელს დაბრუნდა და თავის ძმა დიმიტრისთან ერთად სოფელ ღვარებში დაიწყო მინის ქარხნის მშენებლობა.
1872 წელს გარდაიცვალა.
დაკრძალულია გორის საკრებულოს ტაძრის „სობოროს” გალავანში.