მე-19 საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე და ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი ივანე მაჩაბელი დაიბადა 1854 წელს სოფელ თამარაშენში. 1863 წ. შევიდა თბილისის გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1871-74 წ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო გერმანიაში ჰოპენჰაიმის აკადემიაში, ასევე პარიზში - სორბონის უნივერსიტეტში. სამშობლოში დაბრუნებული წერდა ლექსებს, კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებს და აქტიურად თარგმნიდა. მისი ნაწერები იბეჭდებოდა იმდროინდელ პრესაში.
იგი 1879 წლიდან „ივერიის“ თანამშრომელი გახდა, მოგვიანებით კი რედაქტორიც. 1883-85 წ. რედაქტორობდა გაზეთ „დროებასაც“. მან გაამდიდრა ქართული თეატრის რეპერტუარი, თარგმნა შექსპირის პიესები, მოლიერის „ეჭვით ავადმყოფი“. მძიმედ დასნეულებული მაჩაბელი 1898 წლის 26 ივნისს, გამთენიისას, შინიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
წყარო: მარინე უთნელიშვილი, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.