კოტე ელიოზიშვილი დაიბადა 1874 წელს სოფ. ქვემო ნიქოზში.
1900 წლიდან მუშაობდა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რაიონის სამკურნალო დაწესებულებებში.
1924 წლიდან იყო გორის რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, თერაპიული განყოფილებების გამგე. 1906 წლისთვის გორის მაზრის სოფლების სამედიცინო მომსახურება საკმაოდ დაბალი ხარისხის იყო, სიტუაცია არც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამოსწორდა.
1921 წელს კოტე ელიოზიშვილის ინიციატივით გაიხსნა გორის 50 საწოლიანი საავადმყოფო, რომელიც შემდეგ სტაციონარულ რაიონულ საავადმყოფოდ გადაკეთდა. 1925 წელს კოტე ელიოზიშვილი ინიშნება გორის სამაზრო აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვისა და განყოფილების გამგის მოადგილედ, ხოლო 1926 წელს გორის საავადმყოფოს მთავარ ექიმად. Გგარდაიცვალა 1954 წელს გორში.
წყარო : იოსებ სრესელი, 1976, „კოტე ელიოზიშვილი“, გვ. 89.