კოტე გიორგის ძე კვალიაშვილი, კინოსა და თეატრის მხატვარი, დაიბადა 1906 წელს ბაქოში. მისი ოჯახი წარმოშობით გორიდან იყო და 1918 წლიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოში.
კოტე კვალიაშვილმა სპეციალური განათლება მიიღო თბილისში. იყო მოსე თოიძისა და ვალერიან სიდამონ-ერისთავის მოწაფე. მან მთელი თავისი შემოქმედება დაუკავშირა თეატრსა და კინოს, კინოსტუდიას... იყო ქართული ფილმების „ქაჯანა“, „გიორგი სააკაძე“, „ქეთო და კოტე“ მხატვარი.
კოტე კვალიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის უკვდავი კინოკომედიის „ქეთო და კოტე“ შექმნაში და მის წარმატებაში. კინოსა და თეატრის გარდა, კოტე კვალიაშვილის შთაგონების წყარო მშობლიური ქალაქის ტრადიციული ყოფა იყო. მის შემოქმედებაში აისახა მხატვრის მეხსიერებაში შემონახული ძველი გორი, მისი უბნები და ისტორიული ძეგლები, რომლებიც ჯერ კიდევ ამშვენებდა XX საუკუნის 40-50-იანი წლების გორს.
მისი შემოქმედება ძირითადად XX საუკუნის 50-იან 60-იან წლებში ვითარდება. კვალიაშვილი ხატავს ტრადიციულ დღესასწაულებს, ოფიციალურ შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, უბრალო გლეხებს, ქუჩაში მოსეირნე მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლებს, მდინარეზე ტივით მოცურავე მეთევზეებს...ნახატების მეშვეობით დამთვალიერებელი თითქოს დროში მოგზაურობს, XX საუკუნის შუა ხანების ატმოსფეროსა და განწყობას შეიგრძნობს.
მხატვარი პორტრეტებში ნაკვთების ზუსტ გადმოცემასთან ერთად გმირის სულიერი განწყობის, მისი განცდებისა და ემოციების ასახვასაც ახერხებს.