ხალხოსანი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ნიკო ლომოური დაიბადა 1852 წელს გორის რაიონ სოფელ არბოში. 1881 წლებში მუშაობდა გორის სამასწავლებლო სემინარიაში და ქალთა გიმნაზიაში პედაგოგად. მისი ფსევდონიმებია: „ლევან ცაველი”, „არბოელი”, „გორელი”.
მისი პირველი ლექსები 1871 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა. 1885 წელს კი ლექსები და მოთხრობები ცალკე წიგნად გამოიცა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი ცხოვრება, იყო მოთხრობა „ალი“. მკითხველებში პოპულარულია მოთხრობები: „ბერუა ქრისტესიაშვილი”, „ქაჯანა”, „პაწია მეგობრები”...
ნიკო ლომოური გარდაიცვალა 1915 წ. გორში. 1935 წელს კი მისი ნეშტი ქალაქის ბაღის ეზოში გადაიტანეს და ქვაზე ამოკვეთეს სიტყვები მოთხრობიდან „ალი”.
წყარო: მარინე უთნელიშვილი, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.