არქეოლოგი, ისტორიკოსი, შრომის ვეტერანი, საპატიო სიგელისა და საპატიო მედლების მფლობელი სერგო ნადიმაშვილი დაიბადა 1917 წლის 25 ოქტომბერს სოფელ ტყვიავში.
სკოლის დასრულების შემდეგ ამიერკავკასიის ჰიდროგეოდეზიურ ტექნიკუმში შევიდა, სწავლობდა გორის სამასწავლებო ინსტიტუტშიც, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიული ფაკულტეტის არქეოლოგიური განყოფილებაზე.
პარალელურად მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად არქეოლოგიის დარგში და პროფესორ ბორის კუფტინის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1935 წლიდან 14 წლის განმავლობაში მუშაობდა გორის მხარეთმცოდნეობის (შემდგომში გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული) მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად არქეოლოგიის დარგში, 1952 წლიდან 2003 წლამდე იყო ამ მუზეუმის დირექტორი, 2001-2002 წლებში კი მუზეუმის არქეოლოგიური სექტორის გამგე. ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით 1936 წელს სერგო ნადიმაშვილი ჩაირიცხა ლეგენდარული თრიალეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში.
მისი მოწოდება იყო მიწაში დამარხული წარსულის ძიება. მან ბევრ ახალგაზრდა არქეოლოგს გაუწია დახმარება სადისერტაციო შრომების მომზადებაში.
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით გორის ციხეზე ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები, სადაც ფეოდალური ძეგლების პარალელურად აღმოაჩინა ანტიკური პერიოდის ნაშთები, ხოლო 1940 წელს პროფესორ სერგი მაკალათიასთან ერთად პირველი არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა სოფელ ტყვიავში.
სერგო ნადიმაშვილის სახელს უკავშირდება არაერთი არქეოლოგიური ექსპედიციის წარმატებული მუშაობა და უამრავი ძვირფასი მასალის აღმოჩენა საქართველოსა და კავკასიის უძველესი ისტორიის შესასწავლად: ტყვიავის ყორღანული სამარხები, ფრონეს ხეობა, დვანი, ურბნისი - „ხიზანაანთ გორა“, ტირიფონის ველი, ატენის ხეობა და მრავალი სხვა.
მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 ათასწლეულის ძეგლის „გუდაბერტყას“ შესწავლა.
სერგო ნადიმაშვილს უდავოდ დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, წარმოჩენისა და დაცვის საქმეში.