მწერალი, საზოგადო მოღვაწე ანასტასია ერისთავ-ხოშტარია დაიბადა გორში, სოფელ მეჯვრისხევში 1868 წელს. დაამთავრა გორის პროგიმნაზია.
1913 წელს გორში დააარსა ქართველ ქალთა საზოგადოება „მანდილოსანი“, რომელსაც დაარსების დღიდან 1917 წლამდე თავმჯდომარეობდა. იბრძოდა რევოლუციამდელი პერიოდის გორში კულტურული ყოფის გაუმჯობესებისა და წინსვლისთვის. ანასტასია ერისთავ-ხოშტარია იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი მწერალი, რომელიც ძირითადად ქალთა საკითხებზე წერდა. მის ნაწარმოებებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა ღარიბთა ყოფა, სამშობლოსადმი ერთგულება, სიყვარულის ძალა.
ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ინიციატივით გაიხსნა სკოლა გლეხის შვილებისთვის მის მშობლიურ სოფელში.
წყარო: მარინე უთნელიშვილი, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.