ანტონ ფურცელაძე დაიბადა 1839 წელს მერეთში, გორის მუნიციპალიტეტში.
1861 წელს თანამშრომლობა დაიწყო ჟურნალ „ცისკარში“, მოგვიანებით კი გაზეთ „დროებაში“ გადავიდა. 1867 წელს ანტონ ფურცელაძე ზუგდიდში გადავიდა და სასამართლოს გამომძიებლად დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდში დაწერა რომანები ,,მაცი ხვიტია” და „დიდი მოურავი”. მისი თაოსნობით 1869 წლის მარტიდან გამოიცა ყოველთვიური სამეცნიერო და სალიტერატურო ჟურნალი „მნათობი”. 1873 წლიდან ანტონ ფურცელაძე რედაქტორობდა პირველ აგრონომიულ ჟურნალს ქართულ ენაზე „გუთნის დედას”. 1905 წელს სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1911 წელს ის საცხოვრებლად გადასახლდა სოფელ არბოში.
გარდაიცვალა 1913 წლის 3 ნოემბერს, თანახმად ანდერძისა, დაასაფლავეს სოფელ მერეთში.