ცნობილი ქართველი დრამატურგი, პოეტი გიორგი ერისთავი დაიბადა ახლანდელ დუშეთის რაიონში, სოფელ ოძისში. 1830 წლიდან ის მონაწილეობდა მეფის რუსეთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რის გამოც 1832 წელს დააპატიმრეს, ხოლო 1834 წელს გადაასახლეს ვილნიუსში (პოლონეთში). საქართველოში დაბრუნდა 1842 წელს, ხოლო 1854 წლიდან დასახლდა სოფელ ხიდისთავში. მან ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმსა და კომედიოგრაფიას. დააარსა ქართული პროფესიული თეატრი, რომელსაც 1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი პირველი კომედიაა „შეშლილი“ (1839). ძველი თაობის წარმომადგენლების სახე მან კარგად ასახა კომედიებში: „გაყრა“ (1849) და „დავა“ (1840). ნათარგმნი აქვს პიესები: „უჩინმაჩინის ქუდი“, ”ყვარყვარე ათაბაგი”, აგრეთვე ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“. დრამად გადააკეთა „ვეფხისტყაოსანი“.
გიორგი ერისთავი გარდაიცვალა 1864 წელს. იგი დაკრძალულია იკორთის მონასტერში.
მოგვიყევით მეტი
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.