ექიმი,მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, საზოგადო მოღვაწე, მოყვარული მხატვარი ვახტანგ ელიოზიშვილი დაიბადა 1909 წელს გორში.
1948-1998წწ. აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკურ და ექსპერიმენტული კარდიოლოგიური ინსტიტუტის ფიზიოლოგიისა და პათოფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გახდა; გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სამი მონოგრაფია; 1958 წელს ერთ-ერთი მონოგრაფია ვაშინგტონის ბიბლიოთეკის მოთხოვნით გაიგზავნა ვაშინგტონში. მონოგრაფიაში ჰიპერტონიის გამომწვევი მიზეზებია აღწერილი.
1959 წელს მისი ერთ-ერთი სამეცნიერო ნაშრომი დაიბეჭდა რომში;
მისი თაოსნობით სოფელ ბერშუეთში აღადგინეს XII საუკუნის წმ. სამების სახელობის ეკლესია; წერდა მემუარებს, რომლებშიც წარმოდგენილია წინაპრების ცხოვრების ეპიზოდები, დოკუმენტური მასალა, ფოტოსურათები, საგვარეულო გერბები.