„ქართული სიმღერის დედა”, ქართველი მომღერალი, ცნობილი ლოტბარი, სახალხო არტისტი მარო თარხნიშვილი დაიბადა 1891 წლის 21 დეკემბერს კასპის რაიონ სოფელ კავთისხევში.
12-13 წლის მარომ თანასოფლელი ახალგაზრდებისგან შექმნა მცირე გუნდი „მაროს ლხინი”. მარო თარხნიშვილი 1910 წელს პირველად წარსდგა გორელების წინაშე. მსმენელები აღფრთოვანდნენ და აღტაცებით მიიღეს ხელოვანი ქალი.
1921 წელს ზაქარია ფალიაშვილმა და დიმიტრი არაყიშვილმა იგი მიიწვიეს კონსერვატორიაში. მეორე მსოფლიო ომის წლებში მან გამართა 400 უფასო კონცერტი. 1949 წლამდე ხელმძღვანელობდა ქართლ-კახური სიმღერების სახელმწიფო ანსამბლს. 1910 წელს თარხნიშვილმა თავის და ეკატერინესთან ერთად გორში დააარსა ქართლ-კახური სიმღერების გუნდი.
გარდაიცვალა 1969 წლის 3 ოქტომბერს, დაკრძალულია დიდუბის სახელმწიფო მოღვაწეთა პანთეონში.
წყარო: ნათია ბერუაშვილი