„ყოველი ქართველი საკუთარი თავის მეუფე, ე.ი. თავის უფალი იყო! ამიტომაა, რომ ჩვენში, ფანტასტიური მრავალფეროვნების და განსხვავებულობის მიუხედავად, მაინც მთელი ისტორიის მანძილზე იქნა შენარჩუნებული ერთიანობის სიმბოლო“. ამ სიტყვების ავტორი გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილია.
ის 1930 წელს დაიბადა ქალაქ გორში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მამარდაშვილების ოჯახი გორში ცხოვრობდა, ომის დაწყებისას მამა, კონსტანტინე მამარდაშვილი, ფრონტზე გაიწვიეს, ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.
მერაბ მამარდაშვილმა ფილოსოფოსის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. მისი ნააზრევით ინტერესდებოდნენ საერთაშორისო სამეცნიერო წრეები, მედია. აღსანიშნავია მეცნიერის წვლილი მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევაში.
1990 წლის 25 ნოემბერს ის გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
გორში მისი სახელი ეწოდა ქუჩას.