პედაგოგი, ხალხოსანი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე გარსევანიშვილი დაიბადა 1864 წელს გორში (ციხისუბანში).
1892 წელს მიიწვიეს თბილისის ქართულ გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად. თბილისში მოაწყო საკვირაო სკოლა, რომელსაც წლების განმავლობაში სათავეში ედგა. 1897 წლიდან ქუთაისის ქართული გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1921 წელს დაბრუნდა გორში და მუშაობა დაიწყო პედაგოგიურ ტექნიკუმში. ის 1933 წლიდან ხელმძღვანელობდა გორის სიმფონიურ ორკესტრს და ქალაქის მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა. მისი ინიციატივით ჯერ თბილისისა და შემდეგ ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში შემოიღეს მუსიკის სწავლება.
მასვე ეკუთვნის ნაშრომი პედაგოგიკური ისტორიისა და თეორიის დარგში, ასევე სახელმძღვანელო რუსული ენის შესწავლისათვის.
გარდაიცვალა 1959 წელს.
დაკრძალულია გორის სამოქალაქო სასაფლაოზე.