გამოჩენილი ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ლინგვო-დიდაქტიკოსი, ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და პუბლიცისტი ლადო აღნიაშვილი დაიბადა 1860 წელს სოფელ შილდაში (ახლანდელი ყვარლის რაიონი). დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ გორის საოსტატო სემინარია. ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. აღნიაშვილმა ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი „ქართული ხორო”. დააარსა „ქართული წიგნების გამომცემელთა ამხანაგობა” და შეადგინა ქართული ხალხური ზღაპრების კრებული. ლადო აღნიაშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართული ეროვნული სასიმღერო შემოქმედების აღორძინებასა და შემდგომ განვითარებას. გარდაიცვალა 1904 წელს ქალაქ თბილისში.
წყარო: მარინე უთნელიშვილი, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.