დავით ერისთავი დაიბადა 1847 წელს სოფელ ხიდისთავში.
1871 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთებთან „დროება”, „ტიფლისკი ვესტნიკი” და „ფალანგა”. 1882 წლიდან გაზეთში „კავკაზ” აქვეყნებდა ლექსებსა და ფელეტონებს. იგი იყო „ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი (1882), ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი. ერისთავმა თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი დრამატული ნაწარმოები. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ისტორიულმა პიესამ „სამშობლო“ (1881), რომლის წარმოდგენამ ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო.
დავით ერისთავი გარდაიცვალა 1890 წელს თბილისში.
მოგვიყევით მეტი
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.